| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBG) - „საქართველოს პორტებს და, ზოგადად, საზღვაო სფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს CAREC-ის თანამშრომლობაში შემავალი ქვეყნებისთვის," – TRENT.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ CAREC-ის (Central Asia Regional Economic Cooperation) კვლევაშია აღნიშნული.
ამავდროულდ კვლევის ავტორები საქართველოს პორტებსა და
საზღვაო სფეროში სახელმწიფო რეგულაციების არ
არსებობაზე მიანიშნებენ და ამას მნიშვნელოვან პრობლემას უწოდებენ.
„CAREC-ის (Central Asia Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ავღანეთი, თურქმენეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, და ჩინეთი) მხოლოდ სამ ქვეყანას - საქართველო, პაკისტანი და ჩინეთი - აქვს საზღვაო პორტები. კიდევ სამ ქვეყანას - აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი - აქვს პორტები კასპიის ზღვაში, რომელსაც არ აქვს გასასვლელი სხვა ზღვაში. ლოგისტიკის ექსპერტების დასკვნით, ვოლგა-დონის არხი მხედველობაში არ მიიღება, რადგან მისი გატარების უნარი შეზღუდულია. CAREC-ის წევრი ქვეყნების უმეტესობა ექსპორტის და იმპორტის სატრანსპორტო მომსახურების დროს იმ ქვეყნების საზღვაო პორტებს ეყრდნობა, რომლებიც არ შედიან CAREC-ის ჯგუფში. ეს ასპექტი CAREC-ის იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე, ძლიერ დამოკიდებულს ხდის მესამე ქვეყნების, მნიშვნელოვნად რუსეთის, თურქეთის და ირანის, ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ქსელის გატარების უნარზე“-აღნიშნულია კვლევაში.
CAREC-ის ქვეყნების პორტებისა და ლოგისტიკური სისტემის მიზნობრივი კვლევა 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss