| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის დონის სამიზნე მაჩვენებელზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას ელის. სამიზნეს კი საშუალოვადიან პერიოდში დაუბრუნდება. სებ-ი არც ფასების ზრდის დონე 4.5%-ზე მაღლა ეწევას გამორიცხავს, რაც ამ დროისთვის ეროვნული ბანკის პროგნოზია.
„ინფლაციაზე წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, ის მიზნობრივზე მაღალია და წლის განმავლობაში ველით რომ მიზნობრივზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. სამიზნე მაჩვენებელზე დაბრუნებას საშუალოვადიან პერიოდში ველით. სავარაუდოდ ინფლაცია 4.5%-ზე მაღალიც იქნება“, - განაცხადაეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავამ.
2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა.
საბაზო ინფლაციამ 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშემ წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6%-ით განისაზღვრა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss