ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფინტექის ეკოსისტემის განვითარებაზე იმსჯელეს
22 აპრილი, 2021, 12:47
ფინტექის ეკოსისტემის განვითარებაზე იმსჯელეს

თბილისი (GBC) - საქართველოში ფინტექის ეკოსისტემის განვითარების თემას მიეძღვნა ფორუმი, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით უმასპინძლა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ფინანსურ სექტორში ინოვაციური მოდელების მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

ფორუმის მიზანია ქვეყანაში ფინტექის შესაძლებლობების გამოვლენა ადგილობრივი ბაზრის ზრდის ხელშეწყობის მიზნით."საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა კიდეც, მათ შორის, აღსანიშნავია ფინანსური ინოვაციების ოფისისა და რეგულირების ლაბორატორიის შექმნა. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას ქვეყანაში, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას და მონაცემების უკეთ გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსია პროგრამის  მიგნებებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის გეგმებზე, ფინტექის სექტორის განვითარების შესაძლებლობებსა და პოტენციური კოლაბორაციის პლატფორმების შეთავაზებებზე.

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ გორგოძემ და ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ვასილ შენგელიამ ფორუმის მონაწილეებს ფინანსური ინოვაციების ოფისსა და ღია ბანკინგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ფორუმს ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საბანკო-საფინანსო სექტორი, ასოციაციები და ფინტექის კომპანიები.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები