ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი ბანკებს გაჯანსაღების გეგმას არ გადაუვადებს
22 აპრილი, 2021, 13:55
სებ-ი ბანკებს გაჯანსაღების გეგმას არ გადაუვადებს

თბილისი  (GBC)  – საბანკო სეტორს, პანდენიიის III ტალღის პირას, რეგულაციები უმძიმება, რაც მეტ რესურსს საჭიროებს, კრიზით გამოწვეული რესურსების გაძვირების პირობებში. მომხმარებლის უფლებების დაცვის და ავთენტიფიკაციის წესით  გაზრდილ ვალდებულებებს, განაჯანსაღების გეგმაც ემატება, რეზოლუციის ჩარჩოს ფარგლებში.

შესაძლო გამოწვევებთან გამკლავების გეგმა, სხვადასხვა სიმულაციებით, ბანკებმა, სებ-ს 1 ივნისამდე უნდა წარუდგინონ. ზედამხედველი მათთვის დამატებითი ვადის მიცემას არ აპირებს და რომელი ბანკიც ვერ მოასწრებს,  შესაბამისი განაკვეთით სანქცირდება. 

როგორც იცით, რეზოლუციის ჩარჩოს ფარგლებში დგება ბანკის გაჯანსაღების გეგმა, რომ მარეგულირებელმა კრიზისულ სუტუაციებში საფინანსო უნსტიტუტის საქამიანობის უწყვეტობის შენარჩუნებაზე იზრუნოს, სექტორის სტაბილურობისთვის. თუმცა ეს ერთგვარი დამცავი  ჩარჩოა და არ ნიშნავს რაიმე გამოწვევების მოახლოებას. როგორც იცით, რისკები არსებული რეგულაციით განულებულია. სებ-მა, ბოლოს, კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის ახალი ბალიშებიც ჩართო. რაც ყველა მოცემულობაში  ეფექტურად მუშაობს, მაღალკონცენტრირებულ ბაზრის პირობებშიც, როგორიც საქართველოს საბანკო ბაზარია. როცა სექტორის მოგების 85% 2 სისტემურ ბანკზე მოდის. TBC -ის და BOG -ის ერთობლივი საბაზრო წილი აქტივების მიხედვით 75%-ია, სესხების მიხედვით, 73,4% და დეპოზიტების მიხედვით 77% (Q1/2021-ის მონაცემები). 

რეზოლუცია, რომელიც ბანკის ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაციისთვისაა, სსფ -სა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით, ფონდის ექსპერტების ჩართულობითაა შემუშავებული.

 „რეზოლუცია, ლიკვიდაციას მსგავსად არის ეროვნულის უფლებამოსილება,  ლიკვიდაციის ნაცვლად წავა რეზოლუციის გზით“, - გაჯანსაღების და რეზოლუციის პაკეტი  2014/59/EU დირექტივას ეფუძნება.

ზედამხედველს ემატება კიდევ ერთი ბერკეტი, ბანკის დაჯარიმებისთვის კი არა, ბანკის  გაჯანსაღებისთვის , რომელიც კრედიტორებს ბანკის დაპატრონების შესაძლებლობას აძლევს (ერთ-ერთი ინსტრუმენტი), ასევე დეპოზიტარებს. 

კრედიტორი რეზოლუციამ იმაზე მეტად არ უნდა აზარალოს, ვიდრე ლიკვიდაცია აზარალებდა. თუ მაინც იზარალა. სხვაობა უკან დაუბრუნდება.

როგორც იცით, კომერციული ბანკი გაკოტრების კანონით არ რეგულირდება, რომელიც რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. გაკოტრების რეჟიმი მხოლოდ გაკოტრებას ითვალისწინებს. რეზოლუციის ჩარჩო კი აჩენს მესაკუთრის შეცვლის შესაძლებლობას.

ფინანსთა სამინისტროც გახდება მესაკუთრე, კაპიტალში იმდენს თუ შეიტანს, რაც ბანკის აქციონერს მოეთხოვება - 50 მლნ, ცვლილებებს შემოაქვს დროებითი ბანკის ინსტრუმენტი (ბანკის გასხვისებამდე, როცა ფინანსთა სამინისტრო აფუძნებს დროებით ბანკს და სარეზოლუციო ფონდის  ინსტიტუტი).

ბანკს, გაუარესებული  ფინანსური მაჩვენებლებით, გამოეცლება ხარისხიანი აქტივი და წავა გაჯანსაღებაზე, სხვა ბანკისთვის ან სახელწიფოზე გადაცემით. უხარისხო აქტივი კი ლიკვიდაციაზე. პროცედურის რეჟიმია მყისიერი. ის ყველა ნორმის შეჩერებას გულისხმობს, გასხვისება რომ არ შეფერხდეს. სებ-ში ევროპის ად აშშ-ის ბანკების მაგალითზე ოპტიმალურ ვადაზე აღნიშნავენ. შესაძლებელია მხოლოდ 3 დღე დასჭირდეს. ცვლილებებით, 1 წლიანი ვადაა გათვალისწინებული, იგივე ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები