ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი საჯაროდ იხილავს პრინციპებს, რასაც დაეფუძნება ღია ბანკინგში ჩართვის წესი
22 აპრილი, 2021, 18:08
სებ-ი საჯაროდ იხილავს პრინციპებს, რასაც დაეფუძნება ღია ბანკინგში ჩართვის წესი
თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და მასთან დაკავშირებული ბიზნესმოდელების აწყობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ბოლო წლების განმავლობაში ფინტექის ხელშესაწყობად არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის ფინანსური ინოვაციების ოფისი, ციფრული ბანკი, რეგულირების ლაბორატორია, ღია ბანკინგი და ა.შ.

ღია ბანკინგის პირველი ეტაპი კომერციული ბანკებისთვის 2021 წლის 31 მარტიდან უკვე ხელმისაწვდომია. საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტის მოქმედი ვერსია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: http://www.association.ge/bank-projects-detail/10/ghia-bankingi/

ღია ბანკინგის პროექტის შემდეგი ეტაპი კი არასაბანკო ინსტიტუტებისთვის წვდომის მინიჭებას ითვალისწინებს. არასაბანკო ინსტიტუტებს ღია ბანკინგში ჩასართავად გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რომელსაც ეროვნული ბანკი საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს იმ პრინციპების სახით, რომლებსაც დაეფუძნება ღია ბანკინგში ჩართვის წესი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, ღია ბანკინგში ჩართვის წესის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებულ საკითხებსაც არეგულირებს. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს წესის ბოლო ვერსიას. იგი შეიძლება შეიცვალოს ან მთლიანად დაექვემდებაროს გადახედვას.

ეროვნული ბანკი მზად არის, დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს კომენტარები 2021 წლის 21 მაისამდე, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე - OB@nbg.gov.ge. პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნება ღია ბანკინგიში ჩართვის წესი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები