| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ)კაპიტალიზაცია კლების ტრენდს ინარჩუნებს.
2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოს
საფონდო ბირჟის (GSE) სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდი,
რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.699 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო
საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2021 წლის მარტის თვეში - 0 ლარი.
მ.შ A კატეგორიაში დალისტულია აზიის განვითარების ბანკი 2 განთავსებით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი 2 განთავსებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (1), ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (2), „ქართული ლუდის კომპანია“ (1), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (2), სილქნეტი (2), თეგეტა მოტორსი (1), თიბისი ბანკი (2), საქართველოს ბანკი (1).
B კატეგორიაში დალისტულია „ევექსის ჰოსპიტლები“ (1), სს "ნიკორა ტრეიდი" (2), სს "თიბისი ლიზინგი" (1), შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია" (3), შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (1), სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ (1), სს „საქართველოს უძრავი ქონება“ (1), შპს „საქართველოს ქონების მართვის ჯგუფი“ (1), სს "სილქნეტი" (1), სს "ლიბერთი ბანკი" (1), სს "გრინ დაზღვევა საქართველო" (1), სს "მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ (1).
2019 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით GSE-ის სავაჭრო სისტემაში დაშვებული იყო 33 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ $0.731 მლრდ, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2019 წლის იანვრის თვეში - 384 ლარი შეადგინა.
საფონდო ბირჟას 2014 წლიდან გიორგი ფარესიშვილი ხელმძღვანელობს. იმ დროისთვის ბირჟაზე 128 კომპანია იყო დალისტული, ჯამური კაპიტალიზაციით - 1.2 მლრდ ლარი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კომპანიის ფასიანი ქაღალდები ივაჭრებოდა. საშუალო დღიური ბრუნვა კი 6,000 ლარს არ აღემატებოდა.
კლების სწრაფი ტემპი 2018 წელს დაიწყო, როცა ბირჟა ერთბაშად 60-მა კომპანიამ დატოვა. ბირჟიდან კომპანიების გასვლას რეგულაციების გამკაცრებას უკავშირებდა. ემიტენტებს საბუღალტრო აღრიცხვის ახალი სტანდარტით, მათ აუდირებული ანგარიშის მომზადება დაევალათ, რაც ძვირი ($20,000) ჯდება და უკმაყოფილოები დარჩნენ.
ბირჟაზე სალისტინგო კომპანიები კატეგორიების მიხედვით, კვარტალურად იხდიან (A- ₾2 500 და B-₾1500).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss