| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამ დროისთვის აცრილია მხოლოდ 5 000 მედიკოსი და დაჯავშნილი აქვს 4 000 -ს, - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამპრელიძემ პანდემიის მე-3 ტალღის პიკის მოახლოებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ვაქცინაციაში მედპერსონალის დაბალი აქტივობის მიზეზები ჩამოთვალა. მათ შორისაა სუსტი საკომუნიკაციო კამპანია, სიახლის მიმართ მოქალაქეების სკეპტიცისმი და ვაქცინაციის სასტარტო ეტაპზე, ახალციხელი ახალგაზრდა მედიკოსის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტი, იშემიური შოკით (რაზეც სამხარაულის დასკნას ელოდებიან).
ამირან გამყრელიძემ 24 სთ-ში ინფიცირების 1 560 ნიშნულამდე და გარდაცვალების 11-მდე ზრდის სავალალო რეალობაზე გაამახვილა ყურადღება. დაანონსა ვაქცინების შემოსვლის და ახალი რეგისტრაციის ვადები. ამ დროისთვის 35 000 აცრილია, მათ შორის 5 000 მედმუშაკი (ექიმი/ექთანი/დამხმარე). აცრაზე რეგისტრირებულია 22 000 პირი, მათ შორის 4 000 მედიკოსი.
ორშაბათს იმუნიზაციის საბჭო დამატებითი მიზნობრივ ჯგუფებს განსაზვრავს, მათ შორის შესაძლოა იყოს პერაგოგი, პატრული, პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული, ნებისმიერი ჯგუფი, მაღალი რისკის კატეგორიიდან. ითქვა მედიის წარმომადგენლების პრომოციის შესახებაც. გამყრელიძის თქმით, მოსახლეობის მოტივაციისთვის სასარგებლო იქნებოდა მედიამუშაკის პირდაპირ ეთერში აცრა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss