ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რეგულაციების გავლენა მიკროსაფინანსო სექტორზე
26 აპრილი, 2021, 15:57
რეგულაციების გავლენა მიკროსაფინანსო სექტორზე

თბილისი (GBC) - ბოლო წლების რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ბაზარი დააპატარავა. მისოების რაოდენობა 2017 წლიდან მოყოლებული 52%-ით შემცირდა, დასაქმებულების კი 16%-ით. სექტორში 4145-მდე პირია დასაქმებული.

PMC-ის კვლევით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით სექტორი აქტივებმა ზრდა აჩვენა თუმცა თუკი მას რეგულაციების მიღებამდე პერიოდს შევადარებთ სექტორში მნიშვნელოვანი კლებაა. აქტივები ჯამურად 2017 წლის შემდეგ 10%-ით არის შემცირებული.

შემცირებულია პორტფელი.2020 წელს მიკროსაფინანსო სექტორმა ჯამურად 4.5 მლრდ ლარის სესხი გასცა, რაც 2 წლიან პერიოდში 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

2020 წელს მისოების ვალდებულებებმა 0.98 მლრდ ლარი შეადგინა (+9%Y.Y). 2019 წელს კი 2018 -თან შედარებით, ვალდებულბები 32%-ით, აქტივები კი 21%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში სექტორის აქტივების მნიშვნელოვან კლებას PMC-ი ეროვნული ბანკის მიერ, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის დაწესებას უკავშირებს.

2020 წელს სექტორის მთლიანი შემოსავლები 13%-ით 814.9 მლნ ლარამდე შემცირდა. წმინდა მოგება კი 47 მლნ ლარამდეა გაზრდილი. 2017 წელთან შედარებით კი სექტორის მოგება 17%-ით არის შემცირებული.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები