ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მუნიციპალური ტრანსპორტი იზღუდება, საქალაქო არა
26 აპრილი, 2021, 16:15
მუნიციპალური ტრანსპორტი იზღუდება, საქალაქო არა

თბილისი (GBC) - საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში მრევლის დისტანცირებით ჩატარდება. გახმოვანების სისტემით, ეზოში მოსმენის შესაძლებლობით. ამ დროისთვის, როგორც გამოაცხადეს გადაწყვეტილია პარასკევი-ორშაბათს სასაფლაოებზე მიმსვლელთა შეზღუდვა, რაც ჩაკეტვას ნიშნავს. ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. ტერიტორიაზე მხოლოდ ჯგუფურად გადაადგილება კი არ იკრძალება, 3 ან მეტი  პირის, არამედ ერთისაც.  აკრძალვის რეგულაციები, შავი პარასკევის, კვირის, დიდი შაბათის და დიდი ორშაბათის შემდეგაც შენარჩუნდება თუ არა, მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდება. აღნიშნულ დადგენილებაში იქნება უქმეებზე დასაკეტი ობიექტების ჩამონათვალიც.

კომენდანტის საათი, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე მოიხსნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, ჯერ მხოლოდ პარასკევი-ორშაბათისთვის არის მიღებული.

4-13 მაისის  უქმეებზე. ბანკები იმუშავებს, არასასურსათო მაღაზიები არა (წინასწარი ინფორმაციით). 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქო არა. გაგრძელდება ვაქცინაცია.

კვირის ბოლოს გახდება ცნობილი სავაჭრო ცენტრები დაიკეტება თუ არა. ამ დროისთვის გარკვეულია, რომ უქმეები არ შეეხება: სამედიცინო დაწესებულებებს, აფთიაქებს, სურსათის, ცხოველის საკვების წარმოებას, დისტრიბუციას, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო გადაზიდვებს. წყალმომარაგების საქმიანობას, საფოსტო და საკურიერო მომსახურებას, ბანკებს, მისოებს, სავალუტო ჯიხურებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები