ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ბიზნესი GAU-ს სტუდენტებს სტარტაპკურსს ჩაუტარებს
26 აპრილი, 2021, 15:26
თიბისი ბიზნესი GAU-ს სტუდენტებს სტარტაპკურსს ჩაუტარებს

თბილისი (GBC) - თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 8 კვირიანი სასწავლო კურსი ჩატარდება. კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხება - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch მომზადებამდე. კურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება.  

ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი წაიკითხავს. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს და რეკომენდაციებს, პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, კურსის ბოლო, კი, ჩატარდება პრეზენტაციები და გამარჯვებული გუნდის წევრები მათთვის სასურველი მიმართულებით თიბისიში 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან.

 „სტარტაპკურსი GAU-ში უკვე მეორედ ტარდება და მას თავიდანვე დიდი დაინტერესება მოჰყვა სტუდენტების მხრიდან. ჩვენს უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა ანტრეპრენიორობის წახალისებას, თიბისისთან სწორედ ამ კუთხით ვიპოვეთ გადაკვეთა. ეს კოლაბორაცია სტუდენტებში იდეების კულტივაციას უწყობს ხელს და მათგან ძალიან საინტერესო პროექტებს ვიღებთ,“ - ნატო ტორონჯაძე, GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი.

28 აპრილს, 15.00 საათზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდება ღია კარის დღე და დაიწყება კურსზე რეგისტრაცია.

სტარტაპკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდ სიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. თიბისი ბიზნესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპ კულტურით.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები