ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რურუა შეწყალებულია
27 აპრილი, 2021, 17:51
რურუა შეწყალებულია

თბილისი (GBC) - მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას. ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს. ქვეყნის პრეზიდენტმა შეწყალებულს არ მიულოცა. მიულოცა მხოლოდ კახა კუჭავას, პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა და ყველა დეპუტატს პარლამენტში შესვლა.

 

პრეზიდენტმა რურუა, არც 19 აპრილს, შეწყალების დაპირებისას მოიხსენია. "ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ და არა პოლიტპატიმარი, მაგრამ  სასწორზე თუ ქვეყნის მომავალია, მზად ვარ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება".

 

მაშინ ისურვა, შეწყალება, კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი ყოფილიყო. პრეზიდემტმა, უგულავა/ოქრუაშვილის შეწყალებისას, შარშან (2020) მაისში, რურუას საპატიმროში დატოვება, იმით ახსნა, რომ კანონმდებლობა პრეზიდენტს შეწყალების მანდატს, მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის აძლევდა. გიორგი რურუას კი მაშინ ჯერ მისჯილი არ ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ მეწილე დამნაშავედ ცნო 30 ივლისს (2020) იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2019 წლის ნოემბერში დაკავებული რურუა მმართველი პარტიას პოლიტპატიმრად არც შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ აუღიარებია, რაზეც 27 აპრილის საპარლამენტო სხდომაზე კიდევ აღნიშნეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები