ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
ქართული საექსპორტო ღვინის ფასი შემცირდა
28 აპრილი, 2021, 10:40
ქართული საექსპორტო ღვინის ფასი შემცირდა

თბილისი (GBC) - 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში  19 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:  ჩინეთი - 29% (959,040 ბოთლი), ლიეტუვა - 38% (245,940 ბოთლი), აშშ - 3% (237,878 ბოთლი), ესტონეთი - 22% (161956 ბოთლი), იაპონია - 11% (51346 ბოთლი ) და დიდი ბრიტანეთ- 2% (117118 ბოთლი).

ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში - 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში - 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში - 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში - 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში - 115% (30,930 ბოთლი).

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინის ექსპორტი 205-მა კომპანიამ განახორციელა.

ჯამში, 2021 წლის პირველ კვარტლში, ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, ღირებულება 5%-ით ნაკლებია, რაც პანდემიით შექმნილ ვითარებაში მსოფლიოში ღვინის ბაზრებზე ფასების შემცირებით არის განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ექსპორტირებულია 7,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 111 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 73 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები