| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სებ-ი ივლისიდან ბანკებს სარეზერვო ნორმას უმსუბუქებს, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე.
სებ-ის პრეზიდენტმა მპკ-ის 28 აპრილის სხდომაზე, განაკვეთის 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაღალი დოლარიზაციიდან წნეხშია მონეტარული პოლიტიკა (ეფექტიანობა ეზღუდება) და ასევე ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს. რაც გახდა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე განაკვეთის 25%-დან 10%-მდე შემცირების საფუძველი. თუმცა სარეზერვო მოთხოვნა ამა თუ იმ ბანკის მიმართ განსხვავებული იქნება, დეპოზიტების პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტის ( >40%>) მიხედვით. განისაზღვრება. მოკლევადიან რესურსზე (1 წლამდე) 25%-დან 10%-მდე, გრძელვადიანზე (1-2 წელი) 15%-დან 10%-მდე) მცირდება. პორტფელის 70% დოლარიზაციის შემთხვევაში არსებული 25% ნორმა ნარჩუნდება.
საბანკო სექტორში ₾ 36 მლრდ -ის ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებია (ბანკების დეპოზიტების გარეშე), მათ შორის 19 მლრდ ლარის საცალო. (ეროვნულ ვალუტაში - 4.5 მლრდ ლარი, უცხოურ ვალუტაში - 14. 4 მლრდ ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 18 მლრდ ლარამდე (ეროვნულ ვალუტაში - 9.4 მლრდ, უცხოურ ვალუტაში - 8.4 მლრდ ლარის ეკვივალენტი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss