| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროსთვის სებ-ის რეკომენდაციაა, რომ სავალუტო დაკრედიტებაზე ₾200 000 ზღვარი არ მოიხსნას. სებ-ის პრეზიდენტმა ოთხშაბათის მპკ-ის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სწორედ ლარიზაციის კამპანიის დამასხურებაა, რომ საფინანსო სექტორი კრედიტუნარიანია და ეკონომიკის დაფინანსებას განაგრძობს. ამიტომაც არ გადახედა სებ-მა ზრდის პროგნოზს და ჯერჯერობით 4%-ს ინარჩუბნებს.
კობა გვენეტაძის შეფასებით, ჭერის მოხსნა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. ბრიფინგზე მას მულტისავალუტო რეჟიმის შემოღებაზეც ჰკითხეს და უპასუხა, რომ გაუმართლებელია დ გამოსავალი მხოლოდ ბუნებრივი ჰეჯირებაა - შემოსავალი და ვალდებულებები ერთიდაიგივე ვალუტაში უნდა იყოს.
₾200 000 ზღვრის მოხსნის საკითხ მთავრობა დაუბრუნდება თუ არა უცნობია, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა. 200 000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ სესხზე ხელმისაწვდომობა განიხილებოდა ვალუტაში შემოსავლის მქონე და ასევე მაღალშემოსავლიანი პირებისთვის.
შეგახსენებთ, სავალუტო სესხზე ₾100 000 ზღვარი მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას დაწესდა და სამოქალაქო კოდექსში 12/2018-ის მორიგი ცვლილებით ₾200 000 -მდე გაზრდილი განაკვეთით, მაჭავარიანის მინისტრობისას ამოქმედდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss