ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შემოსავლების სამსახურმა 4-წლიანი რეფორმა დაასრულა
28 აპრილი, 2021, 18:48
შემოსავლების  სამსახურმა 4-წლიანი რეფორმა დაასრულა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დასრულდა საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების და რეფორმების პროექტი, რომელიც უწყებაში 2017 წლიდან ხორციელდებოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა პროექტის დახურვის ცერემონია, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ღონისძიებას დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ადმინისტრაციის, ისე ძირითადი ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მოწვეულ ექსპერტებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიით გამოწვეული რიგი შეზღუდვებისა, ბოლო წელი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მხარდაჭერისა და ამ კომპლექსური პროექტის ხელმძღვანელობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მრჩეველს კორსტიან ქულს, აგრეთვე ფილიპ მაკკაჩენს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებულ რეფორმებზე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში და დადებითად შეფასდა TADAT-ის (საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტი) 2020 წლის ანგარიშითაც.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები