ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიში
29 აპრილი, 2021, 17:08
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიში

თბილისი (GBC) - პანდემიის გაურკვევლობა, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის 17 მარტის კომიტეტის (მპკ) შემდეგ, უფრო დამძიმდა, რამაც ინფლაციური მოლოდინები გაზარდა და  28 აპრილს მპკ-მა  რეფინანსირების  განაკვეთი, 1.5%-ით, 9.5%-მდე გაზარდა.

წნეხი ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ქვეყნის ტურიზმზე დამოკიდებულებამ, შესაბამისად სავალუტო შემოდინებების დანაკლისმა. გაუფასურდა ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც ეტაპობრივად, ფასებზეც აისახა. გაძვირდა ხორბალი, ზეთი შაქარი...

მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და ფასიც, რამაც საწვავი გააძვირა (ადრე პირიქით იყო, რაც სასიკეთოდ მოქმედებდა).

შეზღუდვებმა ბიზნესს საოპერაციო ხარჯები გაუზარდა, რაც ასევე ფასებზე აისახა. ამასთან დაბალი გამოშვების ფონზე, პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები კვლავ მაღალია, რაც ინფლაციაზე დამატებით წნეხს ქმნის.

კომუნალურების სუბსიდირების გამო, 12/2020-ში ინდექსები შემცირდა (m.m), 03/2021-ში კი 11/2020-თან შედარებით მცირედით გაიზარდა, რაც პროცენტულ კლებაზე მეტი გამოვიდა. სხვაობამ მომდევნო წლის ინფლაცია 1.2%-ით გაზარდა. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიურ ინფლაციას  2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალშიც მნიშვნელოვნად გაზრდის.

საქართველოს სავალუტო ბაზარზე სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში ბოლო პერიოდის პროცესებიც აისახა და საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდისგან მომდინარე წნეხიც ნარჩუნდება.

ანგარიშის წარდგენისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მპ განაკვეთი ასახავს მხოლოდ საორიენტაციო ტრაექტორიას და საპროგნოზო სცენარით ეგზოგენური ფაქტორების განვითარებას (დაშვება). შესაბისად, შეიცვლება, მოულოდნელი საგარეო ან შიდა ფაქტორების შემთხვევაში.

Q4/2020 –ის შეზღუდვებმა კვარტლის ეკონომიკური ვარდნა 6.8%-მდე გააღრმავა და წინასწარი მონაცემებით 2020 წელს - 6.2% შეადგინა.

ეკონომიკურ ზრდაში წმინდა ექსპორტის წვლილი მკვეთრად უარყოფითი იყო (წინა წლებში კი ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმის ექსპორტზე მოდიოდა და ეკონომიკური ზრდის  მამოძრავებელი იყო). წმინდა ექსპორტთან და ინვესტიციებთან შედარებით, 2020 წელს მოხმარება უფრო ძლიერი იყო, პანდემიის კრიზისის შესარბილებელი ფისკალურ სტიმულის გამო.

2020 წლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი/მშპ-სთან  12.4%-ია. საბაზო პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკის 4% ზრდაა  მოსალოდნელი.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება ეკონომიკურ პროცესებს და პროგნოზებს & შეფასებებს მონეტარული პოლიტიკის განახლებული ანგარიშით წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას.


 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები