ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრმა სსფ-სთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
29 აპრილი, 2021, 20:35
მინისტრმა სსფ-სთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან. შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა და გაცნობით ხასიათს ატარებდა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და დავით თვალაბეიშვილი, აგრეთვე სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკერი, აგრეთვე ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი. 

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ფონდის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს გაწეული საქმიანობისა და საქართველოსთან წარმატებით დასრულებული პროგრამისთვის. მისი თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითი შეფასება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ვითარებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უკვე განხორციელებული და ასევე მიმდინარე რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის შესაბამისად განახორციელა. ასევე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ანტიპანდემიურ ღონისძიებებსა და ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებზე.   

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და სავალუტო ფონდს სამომავლოდ გაგრძელდება და მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები