| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციების რეიტინგში მე-19 პოზიციაზე მოხვდა.
Global Services Location Index (GSLI) საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Kearney-იმ გამოაქვეყნა.
რეიტინგი ბიზნეს და ტექნოლოგიური სერვისების სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს, რეიტინგში კი ქვეყანა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობით პირველად მოხვდა.
Kearney-მ სულ 60 ქვეყანა 47 სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასა, მათ შორის ფინანსურ მიმზიდველობა ბიზნესის ოპერირების ხარჯებთან მიმართებაში, კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გარემო და ციფრული რეზონანსი.
„ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები ფინანსური მიმზიდველობის, სამუშაო ძალის უნარების და ბიზნეს-გარემოს კუთხით“ - ასე აფასებს ანგარიშში Kearney საქართველოს დებიუტს.
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" იმედოვნებენ, რომ Global Services Location Index რეიტინგში საქართველოს პოზიციონირება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიების მიმართულებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss