ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მარტში კორპორატიული დაკრედიტების ზრდა შემცირდა
მარიამ მინაძე
4 მაისი, 2021, 15:29
მარტში კორპორატიული დაკრედიტების ზრდა შემცირდა

თბილისი (GBC) - TBC Capital-ის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში საბანკო სესხების წლიური ზრდის ტემპი 0.6 %-ული პუნქტით შემცირდა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით, 7.8% შეადგინა (y.y).

 

კლების ძირითადი მიზეზი კორპორატიული დაკრედიტების უფრო დაბალი ზრდა იყო, რომელიც თებერვალში +5.7%-ის შემდეგ (y.y), +3.5%-ით განისაზღვრა (y,y) გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით.

 

ამავე პერიოდში, საცალო დაკრედიტების ზრდის ტემპიც შენელდა და 8.4% შეადგინა. კორპორატიული და საცალო სეგმენტისაგან განსხვავებით, მარტში MSME დაკრედიტების ზრდის ტემპი 2.2 %-ული პუნქტით გაიზარდა და 12.6%-ით განისაზღვრა (y.y).

 

ვალუტების ჭრილში, ლარში გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 17.4 მლრდ ლარს (y.y +20.4%), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა 21.7 მლრდ ლარის ექვივალენტს (y.y -1.1% / კურსის ეფექტის გამოკლებით ) გაუტოლდა.

 

TBC Capital-ის განცხადებით, მარტის განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა შემცირდა, რადგან განაკვეთი ლარის სესხებზე m.m 0.1 პპ-ით (15.2%-მდე) შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი უცვლელად 6.5%-ზე შენარჩუნდა.

 

რაც შეეხება საბანკო დეპოზიტებს, მარტში 21.5%-ით გაიზარდა  (y.y) და 37 მლრდ ლარს გაუტოლდა (კურსის ეფექტის გამოკლებით).

 

ლარის დეპოზიტებმა - 13.4 მლრდ (+35.2% y.y), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა დეპოზიტებმა 23.6 მლრდ ლარის ექვივალენტი (+14.7% y.y) შეადგინა.

 

შედეგად, ლარის დეპოზიტების წილი მთლიან დეპოზიტებში 36.4% იყო.

 

ეროვნული და უცხოური ვალუტების დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა m.m 0.6 პპ-ით გაიზარდა, რაც ეროვნულ ვალუტაში განაკვეთის m.m 0.15 პპ-ით ზრდამ, ხოლო უცხოურ ვალუტაში m.m 0.43 პპ-ით კლებამ განაპირობა.

 

შეგახსენებთ, 28 აპრილს გამართულ მპკ-ის სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზისო პუნქტით, 9.5%-მდე გაზარდა. ჯერჯერობით, სებ-მა ინფლაციის პროგნოზი 6.5%-ზე დატოვა, ისევე როგორც ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4%-ზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები