| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და სასტუმროების წარმომადგენლებთან ნათია თურნავამ დარგის გამოწევევები განიხილა და დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, საერთაშორისო ტურუსტებს ინდუსტრიაში დასაქმებული ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს.
„პირველი სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ, როგორ წარვმართოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს ის მეტად კომფორტული და ოპერატიული, ვინაიდან ტურისტული სეზონი დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე იმ სასტუმროებსა და რესტორნებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესი ნაწილი იქნება ვაქცინირებული,უკვე ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, როგორიცაა საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით", - - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბევრმა სასტუმრომ თუ რესტორანმა გაიზიარა თანამშრომლების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის ინიციატივა. მისივე თქმით, საინტერესო იდეები გამოითქვა. წამოვიდა წინადადება, შეიძლება თუ არა გავრცელდეს ეს პრიორიტეტული ვაქცინაცია არამარტო თანამშრომლებზე, არამედ სურვილის შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებზეც და ჩვენ ამ თვალსაზრისით აღვუთქვით დახმარება".
.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss