| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საპენსიო სააგენტომ სპეც - დეპოზიტართან
ხელშეკრულებაზე მუშაობა თითქმის დაასრულა.
უპირატესი განაცხადის მფლობელი საქართველოს ბანკია,
რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ესაა უპრეცენდენტო ხელშეკრულება, ასეთი ხელშეკრულება
ჯერ არ გაფორმებულა საქართველოში და გარკვეული დროც ამ პროცესს ამიტომ დასჭირდა, -
აცხადებს ლევან ვერძეული, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის (CIO) მოადგილე.
სააგენტოს CIO
გოგა მელიქიძე ამბობს, რომ ახალია კანონიც, სადაც შესულმა ცვლილებებმა
ხელშეკრულებაში ცვლილებებიც მოითხოვა, თუმცა ხელშეკრულებაზე მუშაობა თითქმის დასრულდა
და დაახლოებით მაისის ბოლოს გაფორმდება. გარდა ამისა, ხელშეკრულება სებ-თანაც უნდა
შეთანხმდეს.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო
ოფისი 2021 წლის ბოლოსთვის გეგმავს საჭირო პოლიტიკისა და პროცედურების დასრულებას.
გოგა მელიქიძემ, საპენსიო სააგენტოს მთავარმა საიონვესტიციო
ოფიცერმა სააგენტოს საინვესტიციო ბორდის რიგით 22-ე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ
მნიშვნელოვანი იქნება სპეც დეპოზიტარის ინფრასტრუქტურის შემუშავება, მას შემდეგ რაც
ის შერჩევა.
მისი თქმით, მისი შერჩევისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის
შექმნისთანავე დაიწყება ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში.
CIO-ს
განცხადებით, სპეც-დეპოზიტარის სერვისები
გადამწყვეტია
საინვესტიციო ინფრასტრუქტურის
სრულყოფისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია,
რომ საბოლოოდ მოკლე დროში მოხდეს
შერჩევის დასრულება.
მისივე თქმით, ინვესტიციების ოფისში ადამიანური რესურსების
ნაკლებობა 2021 წლის მთავარ გამოწვევად რჩება, რაც ნაწილობრივ შერბილდება დასაქმების
გეგმით.
საინვესტიციო საბჭო
მიესალმა პროგრესის განვითარება სპეც-დეპოზიტარის შერჩევაში და სთხოვა CIO– ს, მოამზადოს ინვესტიციების
გეგმა სპეც-დეპოზიტარის შერჩევის შემდეგ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss