| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო
მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის აპრილში 141.6%-ით გაიზარდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, და 86.8%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო
ვიზიტორების რაოდენობა 140.4%-ით გაიზარდა (2021/2020) და 85.0%-ით შემცირდა
(2021/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 182.2%-ით გაიზარდა
(2021/2020) და 78.2%-ით შემცირდა (2021/2019). ვიზიტორები აშშ-დან და ისრაელიდან საქართველოში გამოირჩევიან
მაღალმხარჯველიანობითა და ხანგრძლივი ვიზიტებით. თურქეთიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან,
ირანიდან და სომხეთიდან ჩამოსული ვიზიტორები მაღალმხარჯველიანობით და ხანმოკლე ვიზიტებით
გამოირჩევიან, ხოლო ვიზიტორები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან მიეკუთვნებიან დაბალმხარჯველიანი
ვიზიტორების კატეგორიას, და გამოირჩევიან ხანმოკლე ვიზიტებით.
დანახარჯების მონაცემების საფუძველზე, PMCG-იმ შეაფასა 2020 წელს
საქართველოსთვის ტურიზმიდან შემოსავლების დანაკარგი, რომელიც გამოიწვია COVID-19 პანდემიამ,
2020 წელს ვიზიტორების მოსალოდნელი რაოდენობისა და მათი ისტორიული საშუალო დანახარჯის
მაჩვენებლის გადამრავლებით. როგორც ჩანს, გარდა უშუალო მეზობლებისა, რომლებიც სიაში
პირველ ოთხ ადგილს იკავებენ, დიდი დანაკარგებით გამოირჩევა ისრაელი, სპარსეთის ყურის
ქვეყნები და უკრაინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss