| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სავალუტო რეზერვები, გაზრდილია. სებ-ის სტატისტიკით, 1.05.2021-ისთვის სარეზერვო აქტივებმა $ USD 4.1 მლრდ -ს მიაღწია. მათ შორის უცხოური ვალუტის რეზერვები $3.9 მლრდ -ია . შერშან 1 მაისისთვის აქტივები USD 3.5 მლრდ -მდე უიყო, მათ შორის სავალუტო რეზერვები 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე.
სავალუტო რეზერვების ხარჯვა პანდემიის გაურკვევლობაში აუცილებელია, სებ-ი რესურსს საფინანსო სექტორს აწვდის საკრედიტო აქტივობისთვის, ეკონომიკა რომ სტიმულირდეს. თუმცა როგორც სებ-ის პრეზიდენტმა მპკ-ის აპრილის სხდომის შემდეგ განაცხადა, რეზერვები სსფ-ის, სხვა დონორების და გრანტების ჩარიცხვებით ივსება.
როგორც იცით სსფ-მ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის VIII მიმოხილვა დაასრულა. ამ პროგრამას სსფ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს. ეს არის ამ პროგრამის ბოლო მიმოხილვა და მისი დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 78 მილიონი SDR (დაახლოებით $111 მილიონი აშშ დოლარი). ამ ტრანშის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები 484 მილიონი SDR (დაახლოებით $687 მილიონი აშშ დოლარი) იქნება. სებ-მა პანდემიურ 2020-ში $900 მლნ-ზე მეტი დახარჯა. წელს უფრო მომჭირნე იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss