| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრმა ნამახვანის ჰესზე არასამთავრობო სექტორთან მუშაობის გაძლიერებაზე განაცხადა. საკოორდინაციო საბჭოს ორშაბათის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12 თვის განმავლობაში კაშხალი არ აშენდება, თუმცა მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ დაიძვრება, ნათია თურნავამ პროცესში ახლადჩართულ ბუშლეს როლზე გაამახვილა ყურადღება
„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობათა ან პროექტების განმახორციელებელთა გაერთიანება. ჩემი მიზანია მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვიძიოთ გამოსავალი. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი", - გაცხადებული აქვს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილეს. დირკ ბუშლე, მთავრობამ მოიწვია და ის გარემოს დაცვის ექსპერტთან ალექსანდრა ბუჯაროსკასთან ერთად მუშაობს,
როგორც ცნობილია „ენკა რინიუებლზისგან“ ვრცელი დოკუმენტაციაა გამოთხოვილი მიმდინარეობს კვლევა. ექსპერტების რეკომენდაციებს მაისის ბოლოსთვის ელოდებიან, რომლითაც კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს,
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss