| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ნათია თურნავა ტურიზმის სექტორში მომსახურე პერსონალთან ერთად აიცრება, მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ 13 მაისამდე მოქმედი შეზღუდვების გაუქმება- შენარჩუნებაზე, დამატებით შემამსუბუქებელ ზომებზე, ასევე ასაცრელი ჯგუფების პრიორიტეტიზაციაზე, საბჭომ 11 მაისის სხდომაზე უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს.
ამასთან განაცხადა, რომ პრიორიტეტულებს შორისაა ტურისტულ და სარესტორნე ქსელში დასაქმებულთა ჯგუფი. რომელ კატეგორიასთან ერთადაც აპირებს აცრას.
როგორც იცით მინისტრი, ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და სასტუმროების წარმომადგენლებს თვის დასაწყისში შეხვდა, დასაქმებულთა ორგანიზებულ ვაქცინაციის შესაძლებლობების განსახილველად.
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა უნდა გახდეს, რომელიც საერთაშორისო ტურუისტებს ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლებს. ბევრმა სასტუმრომ თუ რესტორანმა გაიზიარა თანამშრომლების ნებაყოფლობითი აცრის ინიციატივა. შესაძლოა თანამშრომელთა ოჯახის წევრების აცრაც დაიშვას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss