| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტები (ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები) წლიურად, მნიშვნელოვნად, 140.4%-ით გაიზარდა და 82.5 ათასი ვიზიტორი შეადგინა. ეს ზრდა იხსნება ტურისტების რაოდენობის ზრდით (+182.2% წ/წ) გასული წლის დაბალი ბაზიდან. ჯამურად, 2021 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში 212.7 ათასი (-81.6% წ/წ) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 192.4 ათასი (-75.7% წ/წ) შეადგინა. ამავე პერიოდში, Galt&Taggart-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 98.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (-77.5% წ/წ).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით კი პანდემიამდე ანუ 2019 წლის პირველ კვარტალში (წლის 3 თვეში) ქვეყანას ტურიზმიდან 578 მილიონი დოლარი ჰქონდა მიღებული, რაც წლევანდელი წლის 4 თვის მაჩვენებელს თითქმის ექვსჯერ აღემატება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss