ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC AGM-ს 14 ივნისს გამართავს
მარიამ მინაძე
11 მაისი, 2021, 14:52
TBC AGM-ს 14 ივნისს გამართავს

თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის ცნობით, ჯგუფის ყოველწლიური გენერალური შეხვედრა (AGM) 14 ივნისს გაიმართება.

AGM 3 PM-ზე (BST), ლონდონში გაიმართება.  

Covid-19 მიმდინარე პანდემიის გათვალისწინებით, ამჟამად მოსალოდნელია, რომ აქციონერებს (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც კრებაზე კვორუმი უნდა ჩამოაყალიბონ) ეკრძალებათ AGM-ზე დასწრება.

ამ დროთვის საბჭო ითხოვს, რომ აქციონერები არ დაესწრონ AGM– ს, ამის ნაცვლად, დანიშნონ წარმომადგენელი პირი და წინასწარ უზრუნველყონ AGM-ზე კენჭისყრის ინსტრუქციები, ელექტრონულად ან პროქსი ფორმის გამოყენებით.

საბჭო მიიჩნევს, რომ მის აქციონერებთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია და, იმის გათვალისწინებით, რომ აქციონერები არ დაესწრებიან AGM– ს, აქციონერებს მოუწოდებენ ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული შეკითხვები AGM– ის თარიღამდე მინიმუმ 7 დღით ადრე, წარუდგინონ უშუალოდ თავმჯდომარეს, არნე ბერგრენს ელექტრონულად.

ჯგუფმა 2020 წლის შედეგები 27 აპრილს წარადგინა. აქციონერთა ერთ-ერთი მთავარი კითხვა დივიდენდების გაცემის განახლებას ეხებოდა, რომელიც სებ-ის რეგულაციის შესაბამისად ბანკს ამჟამად შეზღუდული აქვს.

TBC-მ 2020-ში ₾322.5 მლნ -ის მოგება მიიღო (-40.3% y.y), ROE კი 11.7% იყო (-11.2%-ული პუნქტი).

მათი საშუალოვადიანი გეგმით, ROE 20%-ზე მაღლა უნდა შენარჩუნდეს, დივიდენდების გადახდის კოეფიციენტი კი 25-35%.

TBC -ROE-ს გაზრდა პირველ კვარტალში უკვე მოახერხა (28.45%/სებ-ის მეთოდოლოგიით), რაც დივიდენდების გადახდის პოტენციურ შესაძლებლობას აჩენს.

დივიდენდის გადახდის განახლება კი დამოკიდებულია კაპიტალის მოთხოვნების ახალ გრაფიკზე, რომელიც ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს.

ბოლო რამდენიმე წელია, TBC-ის AGM გაზაფხულზე, აპრილი - მაისის პერიოდში ტარდებოდა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები