| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სინოვაკი რამდენიმე კომპონენტში აღემატება კიდეც სინოფარმს, - ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სინოვაკს ჯანმოს სტრატეგიულ მრჩეველთა საბჭოს დადებითი დასკვნა უკვე აქვს და დიდი ალბათობით მალე აღიარებს. საქართველოც ვიზას ამ ნიშნით აძლევს, რადგან ჯანმო საბოლოოდ გადაწყვეტილებას სმს-ის რეკომენდაციით იღებს.
სინოვაკის საიმედოობაზე, იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, 32 ქვეყანაში, 200 მლნ დოზის ადმინისტრირების პრაქტიკა მოიხმო. 3-ჯერად აცრის საჭიროებაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სინოვაკი და არცერთი მწარმოებელი მე-3 გამაძლიერებელი დოზის საჭიროებაზე არ აცხადებს, თუმცა სამომავლოდ არ არის გამორიცხული. 5 ქვეყანაში ჩატარებულ მე-3 ფაზის კვლევების შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება, ბრაზილიამ კი 50.5% საიმედოობა აჩვენა, თუმცა ჩილემ და თურქეთმა 82%-იანი. ამასთან 50 % ზღვარი საკმარისი ხდება დამოუკიდებელი მწარმოებლებისთვისაც.
სინოვაკით 10 000 უკვე აიცრა და 30 000 ჯავშანია. ივანე ჩხაიძეს გაცხადებული აქვს, რომ საყოველთაო ვაქცინაციისთვის ვაქცინა ჯერ არასაკმარისია. სექტემბრისთვის მოქალაქეებს უფრო დიდი არჩევანი ექნება. ვაქცინებში ამ ეტაპზე ფაიზერია დაწინაურებული. აშშ-სა და კანადაში ასაკობრივი ჯგუფი 12 წლამდეა ჩამოწეული და რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდანაც.
ვაქცინაციის საბჭომდე, უწყებათშორისი საბჭო გაიმართა და მუნიციპალურ ტრანსპორტის გადაადგილებაზე 11-12 მაისის სააღდგომო შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. კოემენდანტის საათი 21:00-05:00 შენარჩუნებულია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss