| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - >45 წლის მოქალაქეებისთვის ასტრაზენეკით პირველად და >18 წლისებისთვის „სინოფარმის“ მეორად აცრაზე რეგისტრაცია ოთხშაბათს (13.05.2021), 20 სთ-ზე იწყება.
სინოფარმის პირველადი აცრის მსურველებისთვის ახალი დოზები ივნისამდე არ იქნება და როცა იქნება, მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის. 1522-ის ინფორმაციით, მინიმალურ დოზას ელოდებიან. აღნიშნული ცხელი ხაზი აკვალიანებს იმ კატეგორიის მოქალაქეს, რომელსაც ინტერნეტით აცრის დაჯავშნა უჭირს, თუმცა ხაზი 24 სთ-აინი არ არის (ხელმიუწვდომელია 23:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე) და გადატვირთული სატელეფონო ქსელის გამო ) მოქალაქეს 40 წთ ლოდინი უწევს.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 71 700 აცრილია. ვაქცინის საკმარისი რაოდენობით შემოტანის შემდეგ,. თუ არჩევანის საშუალება იქნება, წინასწარ, 77 200 -მა ფაიზერით ვაქცინაციის სურვილი გამოთქვა, 33 800 -ს მოდერნით აცრა სურს, სინოვაკი -კი მხოლოდ 1 569 -ს. ჩინური წარმოების აღნიშნული ვაქცინა კერძო კომპანიის წარმოებულია და ასევე ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის წარმოებული სინოფარმისგან მხოლოდ ამ ნიშნით განსხვავდება.
ინფორმაცია ვაქცინებზე
1. ასტრა ზენეკა ვირუს-ვექტორული ვაქცინა, იყენებს ადენოვირუსს, ანალოგიურია რუსული სპუტნიკი და ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინაკორონავირუსის გენის - ე.წ. წვეტის ცილის (spike protein) გენის მიბმა რომელიმე ვექტორთან (გადამტანთან) - უვნებელ ვირუსთან, მაგალითად რეკომბინანტულ ადენოვირუსთან. გადამზიდავი ვირუსი ახდენს კორონავირუსის სპაიკ ცილის მიტანას და იმუნური სისტემა იწყებს ლიმფოციტების და ანტისხეულების გამომუშავებას.
- პ ფაიზერი რნმ ვაქცინა, ანალოგიურია მოდერნას ვაქცინა ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგია - ინფორმაციული ანუ მესენჯერ-რნმ (მ-რნმ) ვაქცინები. ამ დროს ორგანიზმშიც შეჰყავთ არა ვირუსი, ან მისი ცილის (სპაიკ პროტეინის) ფრაგმენტი, არამედ მ-რნმ, რომელიც სპაიკ პროტეინის ინფორმაციას შეიცავს. თავად ორგანიზმში იწყება სპაიკ პროტეინის გამომუშავებას, რომლის მიმართ ორგანიზმი მერე გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს.
სინოფარმი ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსი, იწვევს მხოლოდ იმუნიტეტის სტიმულირებას, ანალოგიურია ჩინური, რუსული და ინდური ვაქცინები. ეს ტრადიციული მეთოდი - დასუსტებული/ინაქტივირებული ვირუსის გამოყენება იმუნური პასუხის გამოსამუშავებლად.
- ნოვავაქსი კორონავირუსის სუბ-ნაწილაკზე დაფუძნებული ვაქცინა. პროტეინული ერთეულების - ვირუსის რეკომბინანტული წვეტის ცილის (სპაიკ-პროტეინის) ნაწილის შეყვანა. გამოიყენება ასევე სანოფი-გლაქსოს ვაქცინებში. გამოცდილი (მაგ. B ჰეპატიტის ვაქცინის დროს) და შედარებით უსაფრთხო ტექნოლოგიაა,
სინოვაკი ინაქტივირებული ვირუსის ვაქცინა, რომელიც შემუშავებულია ჩინური კომპანიის Sinovac Biotech მიერ. „სინოვაკი“, ისივე როგორც „სინოფარმი“ ტრადიციული ხერხითაა დამზადებული. სხეულში შეყვანილი ვირუსის მკვდარი ნაწილაკები დაავადებას არ იწვევს და ორგანიზმის იმუნურ სისტემას Сovid-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას ასწავლის. რამდენი თვის განმავლობაშია ეფექტური „სინოვაკით“ გამომუშავებული ანტისხეულები, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ასეთი მონაცემები დაზუსტებით არც სხვა ვაქცინებზე გვაქვს. „სინოვაკის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში და ის 32 ქვეყანაშია აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.
ვაქცინის ოფიციალური სახელწოდება СoronaVac-ია, თუმცა საქართველოში „სინოვაკის“ სახელითაა ცნობილი. ვაქცინაზე მუშაობა Sinovac-მა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო, ივლისში კი ვაქცინამ გამოცდის მესამე ფაზა გაიარა - ბრაზილიაში, ინდონეზიაში და თურქეთში. Sinovac-ს გეგმაში აქვს, წელიწადში 300 მილიონი დოზა ვაქცინა აწარმოო (წყარო: იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss