| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პროფესიულ.სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა მცირდება, ჩარიცხულ სტუდენტთა 30% კი სწავლას არ/ვერ ასრულებს. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს პროფესიულ სასწავლებლებში 11 500-ზე მეტი პირი ჩაირიცხა, მაშინ როცა 2013 წელს ეს მაჩვენებელი 21 ათასს აღემატებოდა, 2017 წელს კი 15 ათასს.
ჯამში 2013-2019 წლებში პროფესიულ სასწავლებლებში 108 600-ზე მეტი პირი ჩაირიცხა, მაშინ როცა ამავე პერიოდში სასწავლებელი მხოლოდ 75900-მა დაასრულა.
მიუხედავად შემცირებული მოთხოვნისა, პროფესიული სასწავლებლების ბიუჯეტიდან დაფინანსება მზარდია. 2020 წლის გეგმით,9 73.0 მლნ. ლარის ასიგნება იყო გათვალისწინებული (2019 წელს − 66.00 მლნ ლარი), საიდანაც 20.0 მლნ ლარი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის წილია.
გამოწვევად რჩება პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმების პრობლემა. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით მუშაობს მხოლოდ 35%. გამოკითხულ კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებული განათლებით დასაქმებული არ არის, რაც სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, გამოწვეულია სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან შესაბამისობის ნაკლოვანებებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, არსებობს კონკრეტული დარგები, რომლებიც საკადრო დეფიციტით გამოირჩევა, თუმცა პროფესიული სასწავლებლების შეთავაზებული პროგრამები ვერ ფარავს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, საწარმოთა 2% (1,123 საწარმო) თანამშრომლობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, თუმცა მათ 10%-ს უახლოეს მომავალში აქვს თანამშრომლობის სურვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss