ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი ევროინსის პარტნიორია
14 მაისი, 2021, 15:46
ვითიბი ევროინსის პარტნიორია

თბილისი (GBC) - ვითიბი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ფერმერებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას ითვალისწინებს. ხელშეკრულების გაფორმების მიზანია ახალი პროდუქტის „აგრო დაზღვევის“ შექმნა, რომელიც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებადა რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვითანამშრომლო სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან. ჩვენ, როგორც აგრო ბიზნენის N1 ქომაგი, მუდმივად ვთავაზობთ   ფერმერებს  ერთობლივ პროდუქტს, „აგრო დაზღვევას“, აღნიშნული პროდუქტი საშუალებას აძლევს ფერმერებს დააზღვიო საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალისაგან და მიიღონ დაგეგმილი შემოსავალი. ევროინს ჯორჯიასთან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, თავის მომხმარებელ ფერმერებს შესთავაზოს მრავალფეროვანი საბანკო და სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მათ საქმიანობაზე“ - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩაჩხიანმა. 

 

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები