| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონებზე გაყიდული უცხოური ვალუტის მოცულობამ 873.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სტანდარტული სავალუტო აუქციონების გარდა, ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს ამოქმედებული BMatch პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზარს დამატებით 42.9 მლნ აშშ დოლარის ლიკვიდობა მიაწოდა. საანგარიშო წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე მიწოდებული უცხოური ვალუტის მოცულობამ მთლიანობაში 916.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წელს, უკვე არსებულ სავალუტო აუქციონებთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა წესებზე დაფუძნებული ინტერვენციების მექანიზმი აამოქმედა. აღნიშნული ახალი ტიპის ინტერვენციები ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე მოეწყო და მისი მთავარი მიზანი ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირება და, ლიკვიდობის სიმწირის შემთხვევებში, მისი მიწოდების უზრუნველყოფა იყო.
2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო
რეზერვების მართვიდან მიღებულმა შემოსავალებმა 176 მლნ ლარი შეადგინა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ,
რეზერვების შემოსავლიანობის დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა 2020 წლის პირველ
ნახევარში განაკვეთების მკვეთრმა ვარდნამ იქონია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss