| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პანდემიის კრიზისთან გასამკლავებლად, საწარმოებისთვის მსოფლო ბანკის €85 მლნ-იანი დაფინანსებიდან, 6 მლნ ევრო სებ-სთვისაა, რომ მყისიერი გადახდის სისტემა მოაწყოს.
მიკრო/მცირე/საშუალო ბიზნესის დახმარების გარდა, პროექტი ითვალისწინებს გადახდების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას. ბანკთაშორის გადარიცხვებს დღე/დღენახევარი აღარ დასჭირდება, ტრანზაქციები 24/7 რეჟიმში შესრულდება. ეს ნიშნავს საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას.
საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების კომპონენტს, სრულად დამოუკიდებლად კურირებს საქართველოს ეროვნული ბანკი. პროექტით ერთი მხრივ ძლიერდება დახმარების პროგრამები, ხოლო მეორე მხრივ იქმნება სწრაფი გადახდების ახალი სისტემა, რომელიც, მათ შორის, აღნიშნული საწარმოებისთვის გაზრდის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობას.
"პროექტი რამდენიმე ქვეკომპონენტს მოიცავს და ყველა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკის დიჯიტალიზაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. რაც შეეხება ეროვნული ბანკის კომპონენტს, ესაა სწრაფი გადახდების სისტემა, რომელიც მუდმივად, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ვფიქრობთ, რომ პროექტის დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დაჭირდება. საქართველოს მომავალი წლის ბოლოსთვის ექნება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც იქნება სწრაფი, მყისიერი და იაფი გადახდის საშუალება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss