ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა
18 მაისი, 2021, 15:13
ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა
თბილისი (GBC) - მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი მორიგ გამოფენას მასპინძლობს.   

გამოფენა, რომლის სახელწოდებაა - "სახელმწიფო ბანკი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში", სამშაბათს გაიხსნა და 31 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენის ფარგლებში, მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიას. ასევე, დაათვალიერონ შესაბამისი პერიოდის ფოტო, საარქივო და პრესის მასალები.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში, რუსთაველის #10-ში მდებარეობს და ვიზიტორებს ყოველი კვირის ხუთშაბათიდან - ორშაბათის ჩათვლით, 10:00 -17:00 საათამდე მასპინძლობს. მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მუზეუმში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები