ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კრისტალმა $5 მილიონი მოიზიდა
20 მაისი, 2021, 12:09
კრისტალმა $5 მილიონი მოიზიდა

თბილისი (GBC)ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციამ (ფჩო) „კრისტალმა უპრეცედენტო ტრანზაქციაზე განაცხადა. პირველად საქართველოში, ინვესტიციების მიმართულებით ბაზარზე მოქმედმა წამყვანმა კომპანიამსიმბიოტიკსმა“, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციაკრისტალს“ 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაცია გამოუყო, რომელიც მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის დაფინანსების  პოპულარიზაციას მოხმარდება.

ობლიგაციის შესაბამისი თანხა, რომელიც კრისტალისთვის ეროვნულ  ვალუტაშია გამოყოფილი, სამი წლის მანძილზე კომპანიის მიერ სრულად იქნება  ათვისებული და მოხმარდება სოციალური და მწვანე მიზნობრიობის დაფინანსების გაძლიერებას.

სოციალურ სესხებს მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესები, რაც დაეხმარება მათ განვითარებაში და ამასთან, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მწვანე მიზნობრიობით გაცემული სესხები კი ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტისა  და  სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას მოხმარდება.

სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კრისტალის სტაბილურობას და მის ძალისხმევის  მდგრადი განვითარებისეკოლოგიურად და სოციალურად სასარგებლო დაფინანსების პოპულარიზაციის მიმართულებით, რაც პირდაპირ კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG #1 - სიღარიბის აღმოფხვრა, SDG#7 ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია SDG#8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა SDG#11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები SDG#13 - კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები).

სიმბიოტიკსის მიერ გამოყოფილი ობლიგაცია ქვეყნის მასშტაბით პირველია მდგრადი განვითარების, ეკოლოგიური და სოციალური დაცვის მიმართულებით, რომელმაც სერტიფიცირება 2019 წლის დეკემბერში DNV GL-ისგან მიიღო და ლუქსემბურგის ბირჟაზე განთავსდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები