ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვაქცინა სპერმატოზოიდს დროებით აპასიურებს
20 მაისი, 2021, 16:37
ვაქცინა სპერმატოზოიდს დროებით აპასიურებს

თბილისი (GBC) - აცრა ქალის რეპროდუქციულ უნარს არ აქვეითებს მამაკაცისას კი მხოლოდ დროებით, - ბიძინა კულუმბეგოვმა სოცქსელში გავრცელებულ კითხვებს და ვერსიებს, რუსთავი 2 -ის ეთერიდან, უპასუხა. 

ალერგოლოგ იმუნოლოგმა  აღნიშნა, რომ  სპერმატოზოიდების აქტივობის შესუსტება გრიპის ან  ნებისმიერი ვურუსის დამახასიათებელია, ცხელებით მიმდინარე  ავადობას  ახლავს. ამ დროს განაყოფიერების უნარი მოიკოჭლებს, თუმცა  ტემპერატუყრის გავლის შემდეგ სრულად აღდგება . პროცესი შეუქცევადი არ არის. 

ექიმს აცრის შემდგომ მხრის დაბუჟებაზეც ჰკითხეს და განმარტა, რომ ამის ბევრის მიზეზია, მათ შორის ნერვიული ბოჭკოს დაზიანება, რაც ასევე დროებითია და ფუნქციურად სრულად აღდგენადი. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დამბლის და პარალიზის დასაწყისია. ამ დროს  შესაძლებელია ანთების საწინააღმდეგო სტეროიდის მიღება. 

აცრის შემდეგ დაბანისგან  და ალკოჰოლის მიღებისგან თავშეკავების შესახებ, გავრცელებულ ვერსიებიც, მისი შეფასებით, საზოგადოების შეცდომაში შემყვანია, რადგან საბჭოთა პერიოდის მიდგომებია, როცა წითელა/წითურაზე აცრისას, პატარას ლამის 1 კვირა არ უნდა ებანავა და გრიპზე აცრილ უფროსი ასაკის მოქალაქეს 42  დღე ალკოჰოლი არ უნდა მიეღო. 

კულუმბეგოვი ძლიერი თრობის რეკომენდაციას არ იძლევა, თუმცა აცრიდან გარკვეულ პერიოდში ქეიფიც დასაშვებია. ვაქცინაციის წინა და მომდევნო დღეს 100- 150 მგ-ზე მეტის მიღება არასასურველია. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები