ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის უმოქმედო სესხები 88%-ით გაიზარდა
მარიამ მინაძე
20 მაისი, 2021, 17:24
საქართველოს ბანკის უმოქმედო სესხები 88%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) – 1Q21-ში საქართველოს ბანკის უმოქმედო სესხებმა (NPL) 534.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 88.2%-ით გაიზარდა (y.y).

ბანკის უმოქმედო სესხების მაჩვენებელი კვარტალურად მცირედით გაუმჯობესდა და 2.1%-ით შემცირდა.

Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) განცხადებით, 1Q21-ში უმოქმედო მსესხებლების წლიური ზრდა, ძირითადად, განპირობებულია COVID-19 პანდემიის ზემოქმედებით, რამაც საანგარიშო პერიოდში NPL– ების წილი მთლიან სესხებთან მიმართებით 3.6% –მდე გაზარდა.

თუმცა, მათი თქმით, მაჩვენებელი შეესაბამება ECL (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის) დებულებას, რომელიც დაფიქსირებულია სრული ეკონომიკური ციკლისთვის, 2020 წელს.

NPL-ის დაფარვის კოეფიციენტმა 1Q21-ში 77.5% შეადგინა, ხოლო 1Q20- ში ეს მაჩვენებელი 147.2% იყო, 4Q20-ში კი 76.3%.

ჯგუფის განმარტებით, NP სესხის დაფარვის კოეფიციენტის წლიური კლება ასახავს პორტფელის მიქსის მაღალპროცენტიანი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების, უფრო დაცულ სამომხმარებლო დაკრედიტებაზე გადანაცვლებას, რასაც მხარს უჭერს მათი სესხების უზრუნველყოფის მაღალი დონე.

1Q21-ში საქართველოს ბანკის წმინდა სესხების მოცულობამ ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში 9.05 მლრდ ლარი შეადგინა, რაც y.y 13.8%-ით, ხოლო q.q 3.6%-ით გაიზარდა.

სესხების წლიური და კვარტალური ზრდა ძირითადად ლარის სესხებმა განაპირობა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები