ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკს ბელარუსში მოგება 44%-ით შეუმცირდა
მარიამ მინაძე
21 მაისი, 2021, 17:43
საქართველოს ბანკს ბელარუსში მოგება 44%-ით შეუმცირდა

თბილისი (GBC) - 1Q21-ში საქართველოს ბანკის ბელარუსულმა წარმომადგენლობამ 3.3 მლნ ლარის მოგება მიიღო, რაც q.q შემცირებულია 43.9%-ით. ხოლო, წინა წლის შესაბამის პერიოდში ბანკს 171 ათასი ლარის ზარალი ჰქონდა.

BNB-ის მთლიანი აქტივები 1.1 მლრდ ლარია (ზრდა - y.y 14.2%; q.q 8.9% ), მთლიანი ვალდებულებები კი 973 მლნ ლარი (ზრდა - y.y 14.3%; q.q 9.8% ),.  ვალდებულებების ზრდა ძირითადად საკრედიტო ინსტიტუტების წინაშე დავალიანებაზე მოდის.

BNB-ის კაპიტალი საანგარიშო პერიოდში 136.6 მლნ ლარია,  (ზრდა - y.y 13.4%; q.q 3.1%% ).

Bank of Georgia Group PLC-ის განცხადებით, BNB - ჯგუფის საბანკო შვილობილი კომპანია ბელარუსში - განაგრძობს ძლიერ კაპიტალიზაციას, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები საკმაოდ აჭარბებს ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის (NBRB) მოთხოვნებს.

31 მარტისთვის კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტი 14.2% იყო, როცა მინიმალური მოთხოვნა 12.5%. Tier 1-ის კაპიტალის ადექვატურობის კოეიფიციენტი 10.2% იყო, ესეც NBRB-ს მოთხოვნაზე, 7%-ზე მაღალი.

BNB-ს ROAE 1Q21 -ში 10.1% იყო (1Q20-ში 0.6%-იანი ნეგატიური მომგებიანობა, და 4Q20-ში კი ROAE 19.1%), რაც COVID19 პანდემიის გავლენას ასახავს.

ბელარუსული რუბლი დოლართან მიმართებაში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 0.4%-ით გამყარდა. ინფლაციამ 8.5% შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი 8.5% იყო.

საქართველოს ბანკის წლიურმა ROAE-მ კი 1Q21-ში 21.5% შეადგინა, 1Q20-ში -18.6%, ხოლო 4Q20 21.3%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები