ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის პრეზიდენტმა საკოლექციო მონეტები დაარიგა
21 მაისი, 2021, 12:04
სებ-ის პრეზიდენტმა საკოლექციო მონეტები დაარიგა

თბილისი (GBC) -სებ-ის პრეზიდენტმა პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს უმასპინძლა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მონეტის შექმნის პროცესში გაწეული დახმარებისათვის. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ვუმასპინძლო ლეგენდარულ ძალოსანს, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონს, რაფაელ ჩიმიშკიანს. იგი დასახელებულია საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ძალოსნად", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. სებ-ის პრეზიდენტმა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს უმასპინძლა. სებ-ს ასევე სტუმრობდნენ, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტები ელგუჯა ბერიშვილი და ნინო სალუქვაძე,  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძეს და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძეს. საქართველოდან პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანს  უმასპინძლა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუმრებს ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გასულ წელს ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით (Covid-19) გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება - "ტოკიო 2020" უცვლელი დარჩა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები