| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – Bank of Georgia Group PLC-ის განცხადებით, მათი ციფრული ეკოსისტემა ოთხ მთავარ
ბიზნეს მიმართულებას ემყარება. ესენია - უძრავი ქონება, ელექტრონული კომერცია, ლოგისტიკა
და გაყიდვები. ოთხი პლატფორმა 2019-1Q21 წლებში გაუშვეს.
ესენია,
უძრავი ქონების პლატფორმა area.ge, ონლაინ ბაზარი extra.ge, საწარმოს მენეჯმენტი და
გაყიდვის პუნქტი MSME-ებისთვის - Optimo და სრული ლოგისტიკური მომსახურება - IZiBox.
1Q21-ის განმავლობაში ჯგუფმა კიდევ
უფრო განავითარა ეს პლატფორმები, გააფართოვა პარტნიორთა ქსელი, წარადგინა ახალი ფუნქციები
და პროდუქტები და გაზარდა მომხმარებელთა ბაზა აქტიური კამპანიებისა და ინიციატივების
საშუალებით.
500
Georgia Acceleration პროგრამა 2020 წელს 500 სტარტაპთან და საქართველოს ინოვაციების
და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით დაიწყო, რეგიონში მოქმედი ქართული და საერთაშორისო
საწყის ეტაპზე დაწყებული სტარტაპების განვითარების დაჩქარების მიზნით.
FY20-ის
და 1Q21-ის განმავლობაში, ათი სხვადასხვა მიმართულების 28 კომპანიამ (fintech, ჯანდაცვა,
ცხოვრების წესი, საბუღალტრო მომსახურება, ავტო და ტრანსპორტი, ადამიანური რესურსების
მომსახურება, მოგზაურობა და მასპინძლობა, Adtech, Agtech, ბუნებრივი ენის დამუშავება
(NLP) და კომუნიკაციები) დაასრულა პროგრამა და ამჟამად არიან კანდიდატები, რომ ჯგუფის
ციფრულ ეკოსისტემას შეუერთდნენ.
პროექტის
დაწყების დღიდან, სტარტაპერებმა $5.5 მლნ-ზე მეტი მოიზიდეს გარე საერთაშორისო ინვესტორებისა
და ვენჩურული კაპიტალის ფონდებიდან.
ჯგუფის
განცხადებით, 2021 წლის მეორე კვარტალში, 28 სტარტაპიდან ოთხი დაასრულებს აქსელერაციის
საბოლოო ეტაპს სან ფრანცისკოში.
2018-1Q21
წლებში ჯგუფმა $6.5 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა ციფრული გარემოს ეკოსისტემის განვითარებაში,
საიდანაც ინვესტიციამ 2020 წელს $2.7 მლნ შეადგინა.
ამ
მიმართულებით, 2021-2023 წლებში ჯგუფი დამატებით $3-10 მლნ-ის ფარგლებში ინვესტიცირებას
გეგმავს.
ჯგუფი
აცხადებს, რომ მთავრობის მჭიდრო შეზღუდვებმა ონლაინ გაყიდვების სტიმულირება მოახდინა.
4Q20-ში EXTRA.GE-ს ვიზიტორები 50%-ით გაიზარდა (q.q), ხოლო დარეგისტრირებული მომხმარებლების
რაოდენობა 109%-ით. შესრულებული შეკვეთების რაოდენობა გაორმაგდა.
საანგარიშო
პერიოდში extra,ge-ზე 400-ზე მეტი მიმწოდებელი, 7000-ზე მეტი კერძო გამყიდველი იყო
და იყიდებოდა 110,000-ზე მეტი პროდუქტი და სერვისი. უკონტაქტო გადახდები კი 62%-ით
გაიზარდა. საშუალო
თვიური შეკვეთები 3,500-ია, საშუალო თვიური ბრუნდა კი 550,000 ლარი.
COVID-19-
ის პირობებში, ჯგუფმა შექმნა ციფრული გადაწყვეტა იმ სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც
მომხმარებელთა სიმცირე და შეზღუდვების დიდი ტვირთი აქვთ. Adapter-ის გამოყენებით, ახლა
სავაჭრო ობიექტებში შესაძლებელია სწრაფი და ეფექტური გარდაქმნა ციფრული გაყიდვებით,
მარტივი დანამატის საშუალებით. Adapter-ი აერთიანებს Optimo– ს, ინვენტარიზაციისა და
შეკვეთების მართვის ეფექტურ პლატფორმას და Extra – ს.
ჯგუფის
განცხადებით, ადაპტერმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ბაზრის მოთამაშეებს შორის, მცირე
სავაჭრო ობიექტებში და დიდ მარკეტებში. ადაპტერი მიღებულია ასობით საცალო და მწარმოებელთა
მიერ, გადააჭარბა თავდაპირველ მიზნებს.
4Q20-სთვის
Area-ზე 92,000-მდე განცხადება იყო, რეგისტრირებული 1,700 დეველოპერი და სააგენტო.
რაც შეეხება Optimo-ს, 188,000 რეგისტრირებული
MSME, სადაც რეგისტრირებულომა
ბრუნვამ 10 მლნ ლარს გადააჭარბა, ტრაქნზაქციებმა კი 1.2 მლნ-ს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss