| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -17 000 აცრილი ძალიან ცოტაა, რომ მათთვის რესტორნებში მწვანე კორიდორები მოეწყოს. ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, კუმულაციური იმუნიტეტის საჭიროებაზე განაცხადა. აღნიშნა, რომ პირბადის მოხსნის შესაძლებლობაც მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება. როგორც იცით 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები და რესტორნის შიდა სივრცეები იხსნება.
ამირან გამყრელიძემ დღიური აცრის რაოდენობის 6 000-მდე გაზრდის მიზანზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, მარტში 462, აპრილში 1 300, მაისში კი დღეში 1 300-მდე ადამიანი იცრება. მაის-ივნისში 200 000 დოზა ვაქცინა სრულად უნდ აითვისონ. აღნიშნული მარაგის გარდა,
კოვაქს პლატფორმიდან 15 ივნისამდე 43 000 დოზა „ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა. 0.5 მლნ დოზის სინოფარმის შემოტანაზე დასტური უკვე არის და ივლისის დასაწყისს არ გადაცდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა თბილისში აცრის წერტილების 10-20-ით გაზრდის საჭიროებაზეც განაცხადა, რადგან ვაქცინაციის 70% თბილისის რეგიონზე მოდის და ამ დროსითვის, აცრებს, სულ, ქვეყნის მასშტაბით, 236 ბრიგადით, 127 დაწესებულება ემსახურება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss