ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვარძიას ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა
25 მაისი, 2021, 15:23
ვარძიას ევროპა ნოსტრას  პრიზი გადაეცა

თბილისი (GBC)ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამა  8 ნომინანტს შორისაა  2021 წელს ევროპის წამყვანი ჯილდო 7 სხვადასხვა ნომინაციაში 18 ევროპული ქვეყნის 24 პროექტს გადაეცა. 


26 მაისიდან მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების მემკვიდრეობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარჯვებული პროექტებიდან ხმის მიცემით გამოავლინონსაზოგადოების რჩეულისჯილდოს მფლობელი. ამ პრიზის ლაურეატი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ოქტომბერში დასახელდება. ასევე 10 000 ევროს მიმღები  გრან პრის მფლობელებიც. 


შუა საუკუნეების მემკვიდრეობის ძეგლი, აქტიურ სეისმურ რეგიონშიადა დროთა განმავლობაში დაზიანდა. კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონიტორინგის სისტემა და პროაქტიული კონსერვაციის პროექტი ფონდ „ქართუმ“ დააფინანსა. სააგენტოიტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტტან  ISPRA თანამშრომლობით ხელმზღვანელობდა. 


ქანების ეროზიის და სეისმურ აქტივობის გარდა, ძეგლზე წლების განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამაც იმოქმედა. 


2021 წლის გამარჯვებულები:

კატეგორიაკონსერვაცია

Gare Maritime, ბრიუსელი, ბელგია

ფრედენსბორგის სასახლის ბაღი, დანია

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, საქართველო

Haus Am Horn, ვაიმარი, გერმანია

პლაკას ხიდი, ეპირუსი, საბერძნეთი

ზედა ორმონდ კეის 18 Ormond Quay Upper, დუბლინი, ირლანდია

სოფელი ურსის ხის ეკლესია, ვილჩის ჟუდეცი, რუმინეთი

ბეზოს წყლის კოშკი, ბარსელონა, ესპანეთი

Mas de Burot, ელ პორტის ბუნებრივი პარკი,ესპანეთი


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები