| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
ყაზახეთში საქართველოდან
$136.3 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წელთან შედარებით,
350%-ითაა გაზრდილი.
საქართველოს
წილი, ყაზახეთში შესულ მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საკმაოდ უმნიშვნელოა,
თუმცა, მნიშვნელოვანი მოცულობებია საქართველოში შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან შედარებით.
2020
წელს ყაზახეთში $17 მლრდ-ის FDI შევიდა, კლება 29.2% (y.y). საქართველოში კი 2020-ში
$620 მლნ-ის FDI შემოვიდა, კლება 52.9% (y.y).
მათ
შორის, ყაზახეთიდან საქართველოში $2.8 მლნ -ის FDI, კლება 60.4% (y.y).
მიმდინარე
წლის მარტში ყაზახური კომპანიების ინიციატივით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება
დაფუძნდა, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების
გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების შექმნაა, რომელიც ინვესტიციებზე, ტურიზმსა და
ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული.
ორგანიზაციის
დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი
ბიზნესკომპანიები და კორპორაციები - სილქ როუდ ჯგუფი, ხალიკ ბანკი საქართველო, კაპიტოლ
ჯგუფი, რომპეტროლი, ბათუმის ნავთობ ტერმინალი, ავიაკომპანია Air Astana და GK
logistics.
ეკონომიკური
გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი
30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა $450 მლნ-ს
სცდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss