ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პერუსთან საინვესტიციო პროექტი განიხილება
28 მაისი, 2021, 10:02
პერუსთან  საინვესტიციო პროექტი განიხილება

თბილისი (GBC) - ეკონომიკისმინისტრის მოადგილე გენადი არველაძე პერუს მსხვილი საინვესტიციო კორპორაციის Capital Tech – ის გენერალური დირექტორი ჯიაკომო კანერას შეხვდა.

შეხვედრაზე გენადი არველაძემ საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მნიშვნელობისა და სხვა პრეფერენციების, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სხვა უპირატესობების შესახებ. გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ეგიდით მიმდინარე პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდაჭერას და უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვას.

თავის მხრივ, პერუელმა სტუმრებმა საქართველოში ბიზნესის დაწყების დაინტერესება გამოთქვეს. კერძოდ, საუბარია ე.წ. „თერმული“ ქაღალდის წარმოებით, რომელიც მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღინიშნა, რომ დღეს საქართველო აღნიშნული პროდუქციით მოთხოვნას იმპორტის განხორციელებით იკმაყოფილებს. საწარმოს ამოქმედების შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მისი განთავსება და ამით იმპორტის ნაწილობრივ ჩანაცვლება, არამედ ექსპორტზე მისი გატანაც.

„აღნიშნული წარმოების ამოქმედებით, საქართველოს ბაზარზე ახალი საექსპორტო პროდუქცია შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და სსპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე.





მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები