ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
31 მაისი, 2021, 12:31
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპო ჯორჯიასთან პარტნიორობით, წლევანდელმა ღონისძიებამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, მის მთავარ მიზანს კი აბიტურიენტებისა და სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარგის პროფესიონალებისგან მიეღოთ საჭირო ინფორმაცია მომავლის პროფესიებზე, შრომით ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა თუ შესაძლებლობებზე. ე.წ. „შეხვედრების ოთახებში“ კი თავად სპიკერების გამოცდილებაზე დაყრდნობით მოესმინათ რჩევები YouTube-ერობის მიმართულებით. ასევე, content management-ისა და copywriting-ის შესწავლის გზებზე. 

პანელური დისკუსიების ფარგლებში, დამსწრეებმა იმ შესაძლებლობებზეც შეიტყვეს, რასაც საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების პრგორამა „ლიდერატორის“ მეშვეობით ქმნის.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკის სტიპენდიანტებმა დამსწრეებს Fulbright-ისა და Chevening-ის პრგრამების ფარგლებში დაგროვილი გამოცდილებებიც გაუზიარეს. შეხვედრის ბოლოს საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს სტიპენდიანტებისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„განათლების საერთაშორისო გამოფენა არაჩვეულებრივი გზაა სტუდენტებისთვის გაიგონ მეტი დასაქმების პერსპექტივებზე და აღმოაჩინონ ახალი სფეროები.  მიიღონ მათთვის სწორი გადაწყვეტილებები. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის და განათლების საერთაშორისო გამოფენის პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს მათი კარიერული განვითარების გზაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების მეშვეობით განათლების ხელშეწყობას, იქნება ეს სასტიპენდიო და სტუდენტური დასაქმების პროგრამები თუ სხვა ინიციატივები. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებისთვის საჭირო რესურსებზე, რათა შეძლონ განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები