| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ზაფხულის მიწურულს პანდემიის IV ტალღას თუ ავცდით, ლარი $1/₾2.2-ზეც კი შეიძლება ჩამოვიდეს, - სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა (წარსულში) მერაბ კაკულიამ, ბიზნესპარტნიორში ლარის ბოლოდროინდელი გამყარების შიდა და გარე მიზეზებზე საუბრისას, დოლარის გლობალური გამყარების როლზე აღნიშნა. ასევე სებ-სგან ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდების შემცირებაზე.
თუმცა პანდემიაში, გლობალური ბაზრისთვის ბევრი ფულის მიწოდებით, გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ფრთხილი ოპტიმიზმი შეინარჩუნა. აშშ-მ თუ ინფლაციის მოსათოკად განაკვეთი აწია, აშშ დოლარი გამყარებას და შესაბამისად, ლარი გაუფასურებას დიწყებს.
კაკულიამ ისტორიულ 22 აპრილზე გაამახვილა ყურადღება, სებ-ის ბოლო ინტერვენციის და რეფინანსირების სესხების პიკურ ₾ 3 მლრდ- -ზე, რაც 980 მლნ-მდეა შემცირებული. ლარის 20 თეთრიანი გამყარება, მისი თქმით, თითქმის აუხსნელია, თუმცა ამის მიუხედავად ხელოვნული ჩარევის ნიშნებს გამორიცხავს, -"სებ-ის კონკრეტული გადაწყვეტილების უპრეცედენტო შედეგია" და ამას ახლა უნდა მოყვეს რეალური ეკონომიკური პროცესები და ვალუტის შემოდინება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss