ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანტიდემპინგი 1 დანიშნულებით გამოიყენება, მხოლოდ ბოროტად - ლეჟავა
1 ივნისი, 2021, 15:10
ანტიდემპინგი 1 დანიშნულებით გამოიყენება, მხოლოდ ბოროტად - ლეჟავა

თბილისი (GBC) - ანტიდემპინგი თავისუფალი ვაჭრობის პირობებში მხოლოდ ერთი დანიშნულებით  გამოიყენება - ბოროტად, - ეკონომიკის ექსპერტი ვატო ლეჟავა ანტიდემპინგური კანონის,  ბაზარზე ჩარევის ინსტრუმენტად გამოყენების რისკებზე აცხადებს და მიაჩნია სარგებლის ნაცვლად  ადგილობრივ წარმოებასაც ავნებს და  საინვესტიციო გარემოზეც უარყოფითად აისახება, მითუმეტეს მაშინ როცა ქვეყანას ინვესტიციები სასიცოცხლოდ სჭირდება. 

მისი შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა თავის შინაარსითაც დროში აცდენილია.  თავისუფალი ვაჭრობის პირობებში  დანიშნულებას კარგავს. ევროპის კონკურენციის სფეროშიც მკვდარი ნორმებიღაა დარჩენილი. " მე თვითონ ვიყავი ევროპასთან ასოცირებაზე მომლაპარაკებელი და მსგავსი საკითხი არ წამოწეულა", - ლეჟავას თქმით, ასოცირების ხელშეკრულების  ინტერესით  შეფუთვაც  არარელევანტურია, რადგან ინიციატივა წმინდად ადგილობრივი დღის წესრიგიდან არის. ბაზარზე ჩარევისთვის,  ერთი სუბიექტი  მეორეს სასარგებლოდ რომ განიდევნოს. იმპორტიორთან მიმართებაში  მოქმედება კი პირდაპირ არტყამს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. "ამ გარემოებების გარეშეცკანონი მომხმარებელთა უფლებებს ლახავს. უზღუდავს  არჩევანის უფლებას,  იყიდოს იაფი პროდუქტი. 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა  ირაკლი ლექვინაძემ TV ეთერში (ფორმულა) განაცხადა, რომ ადგლობრივი წარმოების დაცვა არ ნიშნავს ვინმეს წინაამდეგ წასვლას, იმპორტიორი იქნება თუ  ადგილობრივი ბიზნესი. ფასის დამპინგურობა გამჭვირვალე პროცესით შეისწალება, შესაბამისი დოკუმენტაციით, ამა თუ იმ პროდუქტის ფასთა სხვაობთ (იმპორტიორ ქვეყანაში და საქართველოში  მოქმედი ფასის შედარებით). დოკუმენტაციის კვლევას 1.5 წელი მაინც სჭირდება. თუ  ოპერატიული რეაგირება გახდება საჭირო, მაშინ დროებითი ფასი დადგინდება, დასკვნის დასრულების შემდეგ კი 5 წლიანის ტარიფი.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ეს იქნება პრევენცია ადგილობრივი მწარმოებლის სამომავლოდ დაცვისთვის. რომ მსგავსი პრაქტიკა დასრულდეს. როგორც იცით 1 ივნისიდან მეწარმეს კონკურენციის სააგენტოში სარჩელი შეტანა შეუძლია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები