| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება. აღნიშნულის გათვალიწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სახვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს, რითაც ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას. აღნიშნულის კარგი მაგალითია ღია რეგულირების ჩარჩო, რეგულირების ლაბორატორია, ციფრული ბანკის ჩარჩო, სწრაფი გადახდები და ციფრული ლარის პროექტებზე ინტენსიური მუშაობა.
პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციურად ფინანსური
მომსახურეობის მიღება. რეგულირების ლაბორატორიამ ინოვატორულ ფინანსურ ინსტიტუტებს
საშუალება მისცა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე სახის გამოცნობის ტექნოლოგიები
გამოეცადათ და ფინანსური მომსახურეობის გაწევისას გამოეყენებინათ. ასევე,
დისტანციური ფინანსური სერვისების წახალისების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ციფრული
ბანკის ლიცენზირებისათვის მზადყოფნა განაცხადა და ციფრული ბანკის ბიზნესს
მოდელიდან და რისკებიდან გამომდინარე ბანკის ლიცენზირების პროცესის მოქნილობა
გაზარდა. ტექნოლოგიებისა და კონკურენციის გაზრდის მხრივ განსაკუთრებით
აღსანიშნავია ღია ბანკინგის პროექტი. 2021
წლის მარტიდან, ღია ბანკინგის სერვისები ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდა. პირველ
ეტაპზე ინფორმაციის მიმოცვლის სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის
იფუნქციონირებს, ხოლო 2021 წლის ბოლომდე სერვისების ნაწილში ღია ბანკინგის სრულად
დაფარვაა დაგეგმილი. ასევე მოსალოდნელია, რომ ამავე პერიოდისთვის პროექტი ხელმისაწვდომი
არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც გახდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss