ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-დან გვენეტაძე ჯერ არ წავა
2 ივნისი, 2021, 15:57
სებ-დან გვენეტაძე  ჯერ არ წავა

თბილისი  (GBC) -  როდის ინებებთ კეთილს და როდის წახვალთ - "გირჩი" დაინტერესდა  სებ-ის პრეზიდენტობიდან  როდის გადადგება კობა გვენეტაძე, რომელსაც 2  წლის განმავლობაში თანამდებობიდან წასვლა არ უწევს და მუქარა უჩვეულო ეჩვენა. 

"თურმე ლარის კურსი არ გეხებათ. როგორც ვაშლი ძვირდება, ისე დოლარი ძვირდება. რომ ამბობთ, სებ-ის მიზეზით არავინ გაღარიბებულაო. სებ-ის პასუხომგებლობა, რომ მხოლოდ ეკონომიკის ზრდის აწევ-დაწევაა და სხვა არაფერი. გგონიათ ვინმეს სჯერა?", - კობა გვენეტაძეს ტექსტზე მუშაობა დაუწუნეს და სთხოვეს,  მორიგ საკომიტეტო მოსმენაზე წარადგინოს კვლევა,  სებ-ის ქმედებით, როგორ, რა მასშტაბით დაზარალდნენ მოქალაქეები, ჯგუფების მიხედვით (ფიქსირებულხელფასიანები, სტუდენტები, პენსიონრები ... ). საანგარიშო გამოსვლაზე გვენეტაძის მიერ ოთშაბათს წარმოდგენილი ლინკები "გირჩს" უაზროდ მოეჩვენა.

სებ-ის პრეზიდენტს, 2020-ის ანგარიშით პარლამენტში გამოსვლისას, ბევრი  ბრალდების მოსმენა მოუწია, მათ შორის  პანდემიურ წელს თანამშრომლებისთვის ₾5.5 მლნ -ის პრემიების გაცემაზე. დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. ისე სებ-ის პრეზიდენტობის პერიოდში პრემია თავად არასდროს აუღია. 


სებ-ის პრეზიდენტმა "გირჩს" უპასუხა, რომ სებ-მა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა  გაატარა, რაზეც გავლენიანი  საერთაშორისო ექსპერტიზაც მოწმობს. მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რის შედეგად საფინანსო სექტორმა მდგრადობა შეინარჩუნა.  და პანდემია რომ არ ყოფილიყო უკეთესი შედეგიც დადგებოდა.  სებ-ის პრეზიდენტ, კომპეტენტური ორგანიზაციების შეფასება, გირჩის სამეფოს შეფასებით კრიტერიუმებზე სანდოდ მიაჩნია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები