ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის დაფინანსებით 4, 44 ბინიანი კორპუსი შენდება
3 ივნისი, 2021, 14:14
საქართველოს ბანკის დაფინანსებით 4, 44 ბინიანი კორპუსი შენდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით „აპექს დეველოპმენტი“ 4  კორპუსს აშენებს - ლისის, დადიანისა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს.

დაფინანსება 13 მლნ ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით გამოიყო. მიმდინარე პროექტები 10,000 და 5,000 კვ.მ.  4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში აშენდება 44 ბინა. პროექტი  კი 120 ადამიანს დაასაქმებს.

გარდა ამისა, პარტნიორობის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება ნუცუბიძის ქუჩაზე, 51,000 კვ.მ. ტერიტორიაზე 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური ინვესტიციაც 13 მლნ აშშ დოლარია.

კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი სამშენებლო პროექტი- მეტრეველის, ბერბუკის, მიცკევიჩის, ცაგარელისა და დადიანის ქუჩებზე. მიმდინარე პროექტია  ავლაბარში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 3500 კვ.მ-ზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ „აპექს დეველოპმენტის“ მიერ აშენებულ კორპუსებს ეკომეგობრულობა, მაღალი თბო და ხმის იზოლაცია გამოარჩევს.

„საქართველოს ბანკი უკვე წლებია სამშენებლო სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს. ბანკს ამ მხრივ პარტნიორებთან ერთად არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. სექტორის მხარდასაჭერად და საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ჩვენ არაერთი სიახლე დავნერგეთ. არსებული შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ბანკი  საიმედო პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ „აპექს დეველოპმენტის“ სამომავლო განვითარებასა და კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ  ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები